Lancasta - ლანკასტა

09/04/2017

ლანკასტა წარმოადგეს ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდს, რომელიც ქმნის ფერად, ორიგინალურ და გამორჩეულს საყურეებს და ყელსაბამებს. მამაკაცებს ლანკასტა სთავაზობს წვერის სავარხელს ქართული გრავირებული წარწერით - "დაივარცხნე". ზოგ პროდუქტზე დიზაინი დაპრინტულია, ზოგი მათგანი ხელითაა მოხატული. ახალ კოლექციაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელთა უმეტესი ნაწილი ხელით იქნება მოხატული, რაც მათ მეტ ინდივიდუალიზმს შესძენს.

მიზეზი რატომ უნდა აირჩიო ლანკასტა:
1. უნიკალური დიზაინი.
ყველა აქსესუარის დიზაინი იქმნება სპეციალურად ლანკასტასთვის და არ აქვს ანალოგი. ამასთან აღსანიშნავია, რომ თითოეული დიზაინი შეზღუდული რაოდენობით იქმნება, კოლექცია ყოველ სეზონზე იცვლება, შესაბამისად თქვენს მიერ არჩეული დიზაინის აქსესუარი მფლობელი იქნება მხოლოდ რამდენიმე ადამიანი.

 საყურე მსხლის პრინტით - Queen Pear - დედოფალა მსხალი

ორიგინალური დიზაინის მქონე საყურე ხაზს გაუსმევს თქვენს ხასიათს და გამოაჩენს თქვენს ფერად შინაგან სამყაროს.

 

http://gamoiwere.ge/jewelry/earrings/queen-pear/ 

საყურე ლიმონის პრინტით - Lemon - ლიმონი

Lancasta-ს ხის საყურე ლიმონის პრინტით.

ზომა: დიამეტრი 2.5სმ

არ გადადის ფერი. მოარიდეთ წყალს. 

http://gamoiwere.ge/jewelry/earrings/lemon/

 

 

 

მამაკაცის წვერის სავარცხელი.

მასალა: ხე

ზომები: 7.5სმX8სმ

 

 

 

 http://gamoiwere.ge/accessories/brush-it/

 

2. ეკო-მასალა - ვიზრუნოთ გარემოზე
აქსესუარების მასიური წარმოებისთვის ძირითდად გამოიყენება იაფი მასალები, როგორიცაა პლასტმასი, პოლიეთილენი. ასეთი სახის მასალა გარემოს დაბინძურებას იწვევს. ლანკასტა ცდილობს გამოიყენოს ეკო მასალები. აქსესუარების უმეტესი ნაწილი დამზადებული ხისგან.


3. ლამაზი შეფუთვა
თქვენი შენაძენი იფუთება ფერად კონვერტში, რომელიც დალუქულია დაბრენდილი სტიკეტით, ფერადი ძაფებით გაბანტულ კონვერტზე მიმაგრებულია, მისალოცი ბარათი (ცარიელი გვერდი სასურველი მისალოცი ტექსტის დასაწერად), იმ შემთხვევისთვის თუ შენაძენი საჩუქრად გნებავთ.
4. უფასო მიტანის სერვისი
პროდუქტის გაწერე შესაძლებელია საიტიდან gamoiwere.ge, აღნიშნულ საიტზე პროდუქტის ფასს ემატება კურიერის მომსახურება (4₾ ან 5₾ თბილისი მასშტაბით, 10₾ რეგიონებში). თბილისში მიტანის საფასურს იხდის ლანკასტა, ვინაიდან ნივთის ღირებულებაში მითითებულია რეალურ ფასზე 5₾-ით ნაკლები ღირებულება, შესაბამისად საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მიტანის სერვისის ღირებულება მომხმარებლისთვის იქნება მხოლოდ 5 ლარი.

ლანკასტა ქმნის განსაკუთრებულ აქსესუარებს განსაკუთრებული ადამიანებისთვის, ვისაც სურს გაფერადდეს, ან ფერადი შტრიხი შეიტანოს ერთფეროვან სამოსში (ოფისის დრესკოდში), ან მათთვის ვისაც უყვარს თავის მოიწონება მეგობრებში ხელნაკეთი, ფერადი და თვალშისაცემი აქსესუარებით. და ვინაიდან ლანკასტა თვითონ ქმნის, მისი იდეები ულიმიტიო, ელოდეთ ახალ აქსესუარებს და ახალ დიზაინებს.
 
იხილეთ ლანკასტას მაღაზია - > Lancasta