Gamoiwere.ge ქართული ინტერნეტ პორტალი ონლაინ მაღაზიებისთვის

17/07/2017

Gamoiwere პირველი ქართული ონლაინ მარკეტია, სადაც მყიდველსა და გამყიდველს შეუძლია იყიდოს და გაყიდოს ნივთები საქართველოს მაშტაბით. საიტზე ონლაინ მაღაზიის გახსნა ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, სრულიად უფასოდ. საიტი ეხმარება გამყიდველსა და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მარტივად აწარმოონ ონლაინ ყიდვა გაყიდვა. Gamoiwere.ge  ერთი წელია რაც არსებობს და ამ დროის მანძილზე ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა. საქართველოში მხოლოდ პირველად გახდა შესაძლებელი ქართველი მხატვრებისთვის ნახატების ონლაინ გაყიდვა. დღემდე 300 ზე მეტი ქართველი მხატვარი იყენებს საიტს როგორც პირადი ონლაინ გალერეა სადაც იყიდება მათი შესრულებული ნახატები.

 - რა არის Gamoiwere.ge ს მიზანი? 

Gamoiwere.ge ს მიზანია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარება. ჩვენ გვინდა მომხმარებლებს დავანახოთ ის სარგებელი რაც ელექტრონული გაყიდვებით შეიძლება მივიღოთ. Gamoiwere.ge ცდილობს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა რეგიონისათვის და ასეც არის. საიტზე რეგისტრირებული ონლაინ მაღაზიების 35%-ს რეგიონები შეადგენს. ნებისმიერი ქალაქიდან შესაძლებელია ნივთის გაყიდვა საქართველოს მაშტაბით,რაც ჩვენი საკურიერო მომსახურების მოქნილობის დამსახურებაა.

 - როგორ ხდება საქართველოს ყველა რეგიონიდან გაყიდვა ან ყიდვა პროდუქციის? 

ყველა რეგისტრირებული მომხმარებელი ვინც ხსნის ონლაინ მაღაზიას საიტზე და იწყებს გაყიდვას ჩვენს საიტზე მათთვის ხელმისაწვდომია ყველა ჩვენი სერვისი. ჩვენ ვიყენებთ კარიდან-კარამდე საკურიერო მომსახურებას,რაც გულისხმობს სახლიდან გაყისვლელად ნივთის ყიდვას და გაყიდვას. ჩვენი კურიერები მიდიან გამყიდველის მისამართზე სადაც ჩაიბარებენ გაყიდულ ნივთს და მიაქვთ მყიდველის მისამართზე. ეს საშუალებას აძლებს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს გაიფართოვოს მომხმარებლების რაოდენობა და საქართველოს მაშტაბით გაყიდოს პროდუქცია ნებისმიერი რეგიონიდან თუ ქალაქიდან.

 

 - ქართული სტარტაპებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია საიტით სარგებლობა?

გვაქვს 3 სამომხმარებლო პაკეტი, მათ შორის არის "უფასო" პაკეტი,რაც ზუსტად სტარტაპებისათვის არის განკუთვნილი. უფასო პაკეტით სარგებლობისას ხელმისაწვდომია ყველა არსებული სერვისი,მხოლოდ შეზღუდვა აქვს გამყიდველს პროდუქციის რაოდენობაზე. უფასო პაკეტით სარგებლობისას ჯამში მაქსიმალური 20 პროდუქტია,რაც საწყის ეტაპზე სრულიად საკმარისია. თუ მომავალში 20 პროდუქტზე მეტის განთავსების სურვილი ექნება ამისათვის ფასიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლია. გასათვალისწინებელია რომ არცერთ მომხმარებელი ფასიანი პაკეტის საფასუს წინასწარ არ იხდის. აქედან გამომდინარე პაკეტის საფასურსაც მომხმარებელი მაშინ იხდის როდესაც მისი შემოსავალი მიაღწევს გარკვეულ ზღვარს.

 - რა არი საჭირო Gamoiwere.ge ზე ონლაინ მაღაზიის გახსნისათვის? 

საიტზე მაღაზიის გახსნისათვის პირველ რიგში მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე : www.Gamoiwere.ge . რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია მაღაზიის გახსნა . მაღაზიის გახსნისათვის შეავსებს მომხმარებელი მოცემულ ფორმას რომელსაც ჩვენ მივიღებთ,რის შემდეგაც განიხილება და გააქტიურდება რეგისტრირებული მომხამრებლისათვის ონლაინ მაღაზია. გააქტიურების შემდეგ შეძლებს სამართავ პანელში შესვლას საიდანაც ხდება საიტზე პროდუქციის განთავსება და მაღაზიის მართვა. 

დახმარებისათვის მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვწერონ ჩვენ Facebook გვერდზე ან დაგვირეკონ ნომერზე : 032 2 88 03 02